Category Archives: ყველაფერი

მთვარისფერი

უბრალო შავი ყუთი იყო, არაფერი განსაკუთრებული… მეწამულ წითელზე წითელი და მუქ შავზე მუქი. თითქოს ჩრდილზე შავი იყო, მზე კი საოცრად აცხუნებდა. მზის სხივები თითქოს შენს შიგნით გადიოდა და მის თითოეულ სხივს, მწვავე ნაღველი მოყვებოდა. Continue reading მთვარისფერი

ახალი ქალაქი

– შეყვარებული მაჩვი, აღგრძნებული სკუნსი, დუჟმორეული კენგურუ.

-ხო კარგად ხარ შეჩემა რეებს ჩითავ. – კვამლის ნისლიდან თავი წამოყო ბაკომ.

-მაააგრად ვარ. – პინკ ფლოიდის სიღრმიდან ამოძვრა გიო.

-მაგრად კი არა სახეზე წყალი შეისხით. რას გავხართ?! – ბოლს გაურბოდა გუგა.

-ბიჭოოო….. ბიჭოოო… – თვალებიდან ვერ იყურებოდა გეგა.

აი ასეა. რამის დაწერა გინდა და უაზრობების გარდა არაფერი მოგდის თავში. უკვე იმდენი ხანია ღირებული არ დამიწერია არაფერი, რომ დამავიწყდა კიდეც. თუმცა მაინც შევეცდები გადმოვცე რამე, რასაც ოდესმე ჩემი შვილიშვილი მაინც წაიკითხავს და გაიფიქრებს რა მაგარი ყოფილა ეს ჩემისაო. შეიძლება ოდესმე დავიბეჭდო კიდეც და ცნობილი გავხდე, მაგრამ…..

 

არაფრით გამორჩეული საღამო იყო. ახალი აშენებული ქალაქის, ახალი მაცხოვრებელი ვიყავი. ქუჩები ჯერ კიდევ სავსე იყო სამშენებლო მასალებით. მაგრამ ვის ადარდებდა. მივდიოდი და ყველაფერი ჩემი მეგონა. ხალხი ახალი შენობებიდან გამოდიოდა. თითქოს ახლა გაეღვიძათო, თვალებს იფშვნეტდნენ. გარშემო გაოცებულები იყურებოდნენ და ერთმანეთს გადიდებული თვალებით შესცქეროდნენ. მეც მივდიოდი.

ყველაფერი ახალი იყო. არაფერი ძველი. ხალხი, შენობები, გზები.მიხაროდა, ცხოვრებაში ახალი შევიძინე. მიხაროდა და მხიარული ღიმილით მივუყვებოდი გზებს. თითქოს ციდანაც ახალი მზე დამნათოდა თავზე.

ხალხს ვაკვირდებოდი, ისინი მე მაკვირდებოდნენ. ყველა ყველას უყურებდა. მაგრამ ყველა წინ იყურებოდა. უკან არავის მოუხედავს. ალბათ ძალიან კარგია, როდესაც უკან მოხედვა არ გიწევს. ზურგი თავისუფალი გაქვს და თითქოს თავაწეული მიდიხარ. თუმცა მაშინ ეს არ ვიცოდი. უბრალოდ წინ მივიწევდი. წინ იასამნები იყო გაშლილი. ლამაზი და სურნელოვანი. თეთრი და იასამნისფერი(თუმცა იასამანი სხვა რა ფერი უნდა იყოს). შემიპყრო და მიმიზიდა. იასამნების ქვეშ კი გოგონა იჯდა. თავი მაღლა ჰქონდა აწეული. მუქი წითელი კაბა მშვენივრად ეხამებოდა მწვანე მდელოს. მისი მწვანე თვალები კი მზეს ირეკლავდა. თითქოს მისი თვალების ფერი იყო მდელო. მუქი შავი თმა ყურზე ჰქონდა გადაწეული. თეთრი კბილები და წითელი ტუჩები ჰქონდა. თითქოს ვერავის ამჩნევდა. არადა აქ ყველა ყველას ამჩნევს. აქ ყველას ყველა ანცვიფრებს.

მისკენ მიმიწევდა გული. ზურგზე კი სიმძიმე მედებოდა. გულს უნდოდა ტვინს არა! წინ ღიმილით მივდიოდი, თუმცა მიჭირდა სიარული. თითქოს ვიღაც მაფრთხილებდა, რომ უნდა გავჩერებულიყავი.

გოგონას წინ გავჩერდი. მან მზიდან ჩემზე გადმოიტანა მზერა და წამოდგა.

-რა გქვია? – მკითხა მან და გამიღიმა.

-მე… მე მქვია…- საკუთარი სახელი არ მახსოვდა. ყველაფერი ვიცოდი, ვიცოდი რატომ ბრუნავს მზის გარშემო დედამიწა და მის გარშემო მთვარე, მაგრამ საკუთარი სახელი არ მახსოვდა. გოგონა კი იდგა და წითელი ტუჩებით ღიმილს აფრქვევდა.

-მე.. კი მაგრამ… ჩემი სახელია…- გონებაში ნაწყვეტ ნაწყვეტ მიტრიალებდა ფრაგმენტები. ვხედავდი, როგორ მივრბოდი. სუნთქვა მიჭირდა მაგრამ არ ვჩერდებოდი. შემდეგ კი უცებ გავქრი. ზურგზე მწვავე ტკივილი ვიგრძენი.

უკან მოვიხედე და სიცარიელე დავინახე. თუმცა არ არსებობს სიცარიელე. ვგრძნობდი, რომ იქ ვიყავი.

მე ვაჟა მერქვა. და მე მოვკვდი. ჩემთვის ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როდესაც უკან მოვიხედე.

 

 

 

 

 

სიბერე

ცხვირიდან სისხლი გდის, ცალი თვალიდან ვერაფერს ხედავ. შენი მეტოქის სუნთქვა მკერდზე გცემს. უკვე მძიმედ სუნთქავ. თითოეული კუნთი გტკივა და გრძნობ, როგორ დუღს ადრენალინი ვენებში. მძიმე ხელებს უმისამართოდ იქნევ და ტანს თითქოს რაღაც უცნაურ მუსიკას აყოლებ. გინდა თავი დაიძვრინო, მაგრამ არაფერი გამოგდის. Continue reading სიბერე

კარები

-გაეთრიე!

– წადი შენი… – ამ დროს უზარმაზარი ვაზა შემოემსხვრა თავზე. გიჟივით გამოვარდა გარეთ. სახედასისხლიანებული და გამწარებული. შეჩერდა. მანქანის მინაზე სახე შეათვალიერა. თუმცა ვერაფერი დაინახა. უკვე ბნელოდა. ნაღვლიანად გახედა საკუთარ ფანჯარას. სადაც სწრაფად გადაწიეს ფარდა და შუქი ჩააქრეს. Continue reading კარები

შადენფროიდე

არაფერს არ ვაკეთებდი, ქუჩაში ვიდექი მციოდა და მაწვიმდა. დაბოღმილი ვუყურებდი დაორთქლილ ფანჯრებს. წარმოვიდგენდი, როგორ სვამდნენ ცხელ ჩაის. ხანდახან შენს ფანჯარასაც გამოვხედავდი. გელოდებოდი. შენც არ მიყვარდი ამ წამს. მხოლოდ სიგარეტი მათბობდა. აი მაშინ მივხვდი. თუთუნი არასდროს გიღალატებს! გამეცინა და ერთიც მაგრად მოვქაჩე.  შენს სადარბაზოსთან ხე იდგა. ალბათ ერთადერთი შენს უბანში. Continue reading შადენფროიდე

ბალახხარი

ჩვენს სსოფელს გარშემო ტყე ერტყა. თურმე ამ ტყეზე უამრავი ლეგენდა დადიოდა. როდესაც პატარა ვიყავი, პაპაჩემი ხშირად მიყვებოდა ამ ლეგენდებს. მშვენიერი ზღაპრები იყო ძილის წინ. ყოველთვის მშვიდად მეძინებოდა და ხშირად მეც ვიღებდი ამ ზღაპრებში მონაწილეობას. თურმე ადრე ტყეს ბალახხარს ეძახდნენ. Continue reading ბალახხარი

წერას ყოველითვის, თავში ამოტივტივებული ერთი ფრაზით, მინდება ხოლმე.  უკვე რამდენი ხანია არაფერი გამომდის. მხოლოდ ერთი ფრაგმენტი მომის თავში : “საზიზღარი დილა, ტვალეტშიც კი მხოლოდ მასტურბირებისთვის შედიხარ, იქაც წამში გიკვდება იმედი, რომ ამჯერად მაინც გაგიმართლებს.” ჯანდაბა…

ამით რის დაწერა უნდა შევძლო? ისედაც ვერ ვიზიდავ ხალხს ჩემს ბლოგზე. ყოველ ახალ პოსტს ვაზიარებ უამრავ ჯგუფში. უამრავ მეგობარს ვუგზავნი.  და ალბათ იქიდან რამოდენიმე კითხულობს. მაგრამ არ მაინტერესებს… ვწერ მისწორდება. არ ვწერ მაინც მისწორდება. ხანდახან უბრალოდ ისიც მისწორდება, რომ ბლოგი მაქვს და ჩემი აზრების გადმოფრქვევა შემიძლია ხოლმე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ უცხო ადამიანებთან გულის დაცლა ყველაზე კარგი საშუალებაა ბოლომდე მოყვე ყველაფერი. ხოდა მეც გიყვებით. მიხარია და ვწუხვარ, მძულს და მიყვარს, თქვენთან ერთად. ამას ახლობლებიც კითხულობენ. თუმცა როდესაც მე არ ვყვები ამ ყველაფერს უფრო მიადვილდება.

როდესაც არ ვიცი რაზე ვწერო უბრალოდ სხვის ნაწერებს ვკითხულობ და ვფიქრობ, ისინიც ჩემსავით იტყუებიან თუ მართლა ეზიზღებათ და მართლა ასეთი მელანქოლიურები არიან. ალბათ ორივე. აქ კლავიატურასთან ყველას გვძულს და ყველა მელანქოლიურები ვართ. იქით ცხოვრებაში ყველა ადამიანები ვართ. გვიხარია, ვიცინით და გვიყვარს. მეც ასე ვარ. ადამიანობას ვკარგავთ.

ხანდახან თავი “მებრძოლთა კლუბში” მგონია. სადაც არავინ ჩხუბობს. უბრალოდ შორიდან სიამოვნებით მიგვილამაზებდნენ ისედაც მილამაზებულ სახეებს. ვინ გვილამაზებს ამ სახეებს? ისევ ჩვენ. ჩვენ ვიტყაპუნებთ ხელებს სახეში და ვთვლით, რომ ასე დავცლით სიძულვილს. ახლა კი ვინმეს ხომ არ აქვს სურვილი ჩემთან იჩხუბოს. თუნდაც სიტყვიერად. (გინების გარეშე)

სიზმარი Nხზ….

ოთხნი ვიყავით. სამს ვიცნობდი ერთი ახლა გავიცანი. გიტარა მაჩუქეს. უბრალო არა, გასაბერი. ვიჯექი და ვაჩხაკუნებდი გამოგონილ გიტარას. სიგარეტით სლაშს ვგავდი. ალბათ მეძინა.

Continue reading სიზმარი Nხზ….

ისევ….

დილით ადრე გამეღვიძა. უცნაურად ვგრძნობდი თავს. სულაც არ ვიყავი გამოუძინებელი. თითქოს  ორ საათიანმა ძილმა მთლიანად შემცვალა. ახლა უკვე სხვა ადამიანი ვიყავი, სხვა გრძნობები მერეოდა გულში. თითქოს ოცნებებიც კი შემეცვალა.

თეთრ ჭერს ვათვალიერებდი. რა უცნაურია, როცა არაფერია სანახავი უფრო მეტს ვხედავთ. როდესაც ერთფეროვნებას ვუყურებთ ყოველთვის მრავალფეროვნებაზე ვფიქრობთ. და ზოგადად ასეთი ფილოსოფიური აზრები მაწუხებდა თავში. ალბათ პირველად რამოდენიმე წლის შემდეგ არ ვიყავი დაღლილი, გამოუძინებელი და აღრენილი. პირიქით გამოძინებული, დასვენებული და მხიარული ვიყავი.

გონებაც თითქოს დაბინდული მქონდა. თეთრი სივრცე კი უფრო მიმხიარულებდა განწყობას. აღარ იყო გარშემო აუტანელი სიწითლე. ახლა მხოლოდ სითეთრემ გაიღვიძა ჩემში. არაბუნებრივი სითეთრე და არაბუნებრივი აზრები. თითქოს ერთი ლეველით მაღლა ავედი.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, ისევ შემეპარა გულში ეჭვი. “რა იქნება რომ არ…” მხოლოდ ეს გავიფიქრე. სადღაც გაქრა მხიარული განწყობა, ისევ ვიგრძენი ცხვირში ღამით დატოვებული სიგარეტის მძაღე სუნი, მზემაც თითქოს თვალი მომჭრა, თეთრი კედელი კი მახინჯი და უსწორმასწორო მომეჩვენა. მაშინვე წამოვიწიე საწოლიდან. მარჯვენა ხელით სიგარეტი მოვძებნე. მოვუკიდე და პირიდან ისევ ამოვუშვი კვამლი. კვამლი რომელიც მწამლავდა და თან (ხანდახან) მაძლიერებდა. ისევ მტკიოდა მარჯვენა ხელი და გულის რაღაც ნაწილი. ჩემს გარშემო ფერები ამოძრავდა. წითელი, ყვითელი და ნაცრისფერი. მოგონებები, ღალატი, უსამართლობა, მარტოობა. ყველაფერი ერთად შემომესია. ვიგრძენი. მორიგი დღე გათენდა. უძილობა, სხეულის ტკივილი. ისევ ის რეალობა დადგა, რომელსაც ყოველდღე ასე გავურბი.

აფორიაქებული, შეშინებული და უძილარი ვიყავი. სიგარეტს აკანკალებული ხელით ვეწეოდი და კვამლსაც აკანკალებული ტუჩებიდან ვუშვებდი. ყველაფერი მტკიოდა. სული, გული და სხეული. გონების გარდა. მარტო გონება მუშაობდა გამართულად. თითქოს მეუბნებოდა. არაუშავს დავძლევთ, გადავლახავთ. ოდესმე უკან აღარ მოვიხედავთ. მაგრამ ტკივილი უფრო ძლიერი იყო. თვალებში სისველე ვიგრძენი. დამიმძიმდა და ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი შიგნიდან მოდიოდა. თითქოს დიდი ობობა ქსელს ქსოვდა სადღაც შიგნით და ადგილი აღარ იყო. მხოლოდ თვალებიდან შეეძლო გადმოსვლა ამ ტკივილს და ამ ფორიაქს. გარეთ გახედვა მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. რეალობის მეშინოდა. ნაცრისფერი სამყაროსი და დამპალი დედამიწის მეშინოდა.

და ასე ვიჯექი, ირეოდა ფერები, წითელი… ყვითელი…წითელი… რთულია გაუძლო ამ ყველაფერს. სიგარეტს მთელი ძალით ვექაჩებოდი და ვებღაუჭებოდი. თუმცა კვამლის დანახვაც არ მინდოდა. თითქოს ისიც ბლანტი გამხდარიყო. თითქოს სხეულზე მეკვროდა და მთლიანად მფარავდა. თავი საშინელებათა ფილმში მეგონა.

– კა..ი… რ..აა… – თავი ავწიე. თითქოს საიდანღაც გაფუჭებული რადიოს ხმა ისმოდა.

-კაი რა… – ამჯერად უფრო გარკვევით გავიგე.

– ხომ გთხოვე როცა მეც ვარ ოთახში სიგარეტი არ მოწიო…

თავი მივაბრუნე. ყავისფერი გრძელი თმა და შიშველი ზურგი დავინახე. ეს ის იყო. თეთრი, უღალატო. ახლა აღარ მეშინოდა. გულში ყველა ეჭვი გაქრა, სახეზე ღიმილი გადმეყარა. ობობაც აღარ ქსოვდა ქსელს. ფერები აღარ იყო ისეთი მკვეთრი. სადღაც ჩემს უკან გაქრნენ. სადღაც აორთქლდნენ. მაღლა ავიხედე, ისევ ერთფეროვანი ლამაზი კედელი, და ისევ მრავალფეროვანი აზრები.

– კარგი, აღარ მოვწევ. – ვუპასუხე ისე, რომ არ გამიხედავს. მორჩა, ისევ შეყვარებული ვიყავი. ისევ ვგძნობდი სითბოს და ისევ მავიწყდებოდა ნაცრისფერი სამყარო…