ახალი ქალაქი

– შეყვარებული მაჩვი, აღგრძნებული სკუნსი, დუჟმორეული კენგურუ.

-ხო კარგად ხარ შეჩემა რეებს ჩითავ. – კვამლის ნისლიდან თავი წამოყო ბაკომ.

-მაააგრად ვარ. – პინკ ფლოიდის სიღრმიდან ამოძვრა გიო.

-მაგრად კი არა სახეზე წყალი შეისხით. რას გავხართ?! – ბოლს გაურბოდა გუგა.

-ბიჭოოო….. ბიჭოოო… – თვალებიდან ვერ იყურებოდა გეგა.

აი ასეა. რამის დაწერა გინდა და უაზრობების გარდა არაფერი მოგდის თავში. უკვე იმდენი ხანია ღირებული არ დამიწერია არაფერი, რომ დამავიწყდა კიდეც. თუმცა მაინც შევეცდები გადმოვცე რამე, რასაც ოდესმე ჩემი შვილიშვილი მაინც წაიკითხავს და გაიფიქრებს რა მაგარი ყოფილა ეს ჩემისაო. შეიძლება ოდესმე დავიბეჭდო კიდეც და ცნობილი გავხდე, მაგრამ…..

 

არაფრით გამორჩეული საღამო იყო. ახალი აშენებული ქალაქის, ახალი მაცხოვრებელი ვიყავი. ქუჩები ჯერ კიდევ სავსე იყო სამშენებლო მასალებით. მაგრამ ვის ადარდებდა. მივდიოდი და ყველაფერი ჩემი მეგონა. ხალხი ახალი შენობებიდან გამოდიოდა. თითქოს ახლა გაეღვიძათო, თვალებს იფშვნეტდნენ. გარშემო გაოცებულები იყურებოდნენ და ერთმანეთს გადიდებული თვალებით შესცქეროდნენ. მეც მივდიოდი.

ყველაფერი ახალი იყო. არაფერი ძველი. ხალხი, შენობები, გზები.მიხაროდა, ცხოვრებაში ახალი შევიძინე. მიხაროდა და მხიარული ღიმილით მივუყვებოდი გზებს. თითქოს ციდანაც ახალი მზე დამნათოდა თავზე.

ხალხს ვაკვირდებოდი, ისინი მე მაკვირდებოდნენ. ყველა ყველას უყურებდა. მაგრამ ყველა წინ იყურებოდა. უკან არავის მოუხედავს. ალბათ ძალიან კარგია, როდესაც უკან მოხედვა არ გიწევს. ზურგი თავისუფალი გაქვს და თითქოს თავაწეული მიდიხარ. თუმცა მაშინ ეს არ ვიცოდი. უბრალოდ წინ მივიწევდი. წინ იასამნები იყო გაშლილი. ლამაზი და სურნელოვანი. თეთრი და იასამნისფერი(თუმცა იასამანი სხვა რა ფერი უნდა იყოს). შემიპყრო და მიმიზიდა. იასამნების ქვეშ კი გოგონა იჯდა. თავი მაღლა ჰქონდა აწეული. მუქი წითელი კაბა მშვენივრად ეხამებოდა მწვანე მდელოს. მისი მწვანე თვალები კი მზეს ირეკლავდა. თითქოს მისი თვალების ფერი იყო მდელო. მუქი შავი თმა ყურზე ჰქონდა გადაწეული. თეთრი კბილები და წითელი ტუჩები ჰქონდა. თითქოს ვერავის ამჩნევდა. არადა აქ ყველა ყველას ამჩნევს. აქ ყველას ყველა ანცვიფრებს.

მისკენ მიმიწევდა გული. ზურგზე კი სიმძიმე მედებოდა. გულს უნდოდა ტვინს არა! წინ ღიმილით მივდიოდი, თუმცა მიჭირდა სიარული. თითქოს ვიღაც მაფრთხილებდა, რომ უნდა გავჩერებულიყავი.

გოგონას წინ გავჩერდი. მან მზიდან ჩემზე გადმოიტანა მზერა და წამოდგა.

-რა გქვია? – მკითხა მან და გამიღიმა.

-მე… მე მქვია…- საკუთარი სახელი არ მახსოვდა. ყველაფერი ვიცოდი, ვიცოდი რატომ ბრუნავს მზის გარშემო დედამიწა და მის გარშემო მთვარე, მაგრამ საკუთარი სახელი არ მახსოვდა. გოგონა კი იდგა და წითელი ტუჩებით ღიმილს აფრქვევდა.

-მე.. კი მაგრამ… ჩემი სახელია…- გონებაში ნაწყვეტ ნაწყვეტ მიტრიალებდა ფრაგმენტები. ვხედავდი, როგორ მივრბოდი. სუნთქვა მიჭირდა მაგრამ არ ვჩერდებოდი. შემდეგ კი უცებ გავქრი. ზურგზე მწვავე ტკივილი ვიგრძენი.

უკან მოვიხედე და სიცარიელე დავინახე. თუმცა არ არსებობს სიცარიელე. ვგრძნობდი, რომ იქ ვიყავი.

მე ვაჟა მერქვა. და მე მოვკვდი. ჩემთვის ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როდესაც უკან მოვიხედე.

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s