სიბერე

ცხვირიდან სისხლი გდის, ცალი თვალიდან ვერაფერს ხედავ. შენი მეტოქის სუნთქვა მკერდზე გცემს. უკვე მძიმედ სუნთქავ. თითოეული კუნთი გტკივა და გრძნობ, როგორ დუღს ადრენალინი ვენებში. მძიმე ხელებს უმისამართოდ იქნევ და ტანს თითქოს რაღაც უცნაურ მუსიკას აყოლებ. გინდა თავი დაიძვრინო, მაგრამ არაფერი გამოგდის.

მძიმე დარტყმებს იღებ ყველგან სადაც გწვდებიან. მხრით აწვები მკერდზე და მხოლოდ გონებით ხედავ, სად აქვს თავი შენ წინ მდგომს. სისხლის სუნისგან ცხვირი გეწვის. პირში კი რკინის გემოს გრძნობ. შენი სისხლი ახლა მისი სისხლია. მისი სისხლი კი თითქოს შენი გახდა.

თქვენ ორს უხეში ხელი წევს განზე. უცხო სიფათს ხედავ და გინდა ხელი მოუქნიო, მაგრამ გახსენდება, რომ რეფერი ხელშეუხებელია. რაღაცას გეუბნება შენ კიდევ პინკ ფლოიდის “ჯულია დრეამ” გესმის საიდანღაც. ცდილობ პირის მოძრაობაზე გაიგო რამე. არაფერი გამოგდის, ვეღარაფერს ხედავ. თეთრი ბურუსში მოწინააღმდეგეს ეძებ, რომელსაც უკვე თავს დახვევიან ჟურნალისტები. აღარ გესმის არანაირი პინკ ფლოიდი, არც რეფერის და არც ხალხის ხმა არ გესმის. თავი მაღლა აგიწევია და თითქოს ტირი კიდეც. სისხლი ცრემლად გექცა და ის მოგდის სახიდან.

ჯერ კიდევ გაბრუებულს, ხელთათმანებს გხდიან და მსაჯთან მიგათრევენ. თავი შესაწირი კრავი გგონია. მოწინააღმდეგეს უყურებ. თითქოს ლურჯი თოჯინა ყოფილიყოს.

-რეფერის გადაწყვეტილებით….

ზიზღს და იმედგაცრუებას გრძნობ. “კიდევ შემეძლო” ერთადერთია რასაც ფიქრობ. შენს მარჯვნივ მდგომს უტრიალდები და პირდაპირ სახეში ურტყამ. ის ეცემა შენ კიდევ უკვე ყველა გძულს. ისევ შენ ოპონენტს უბრუნდები. მის თვალებში თითქოს შიშს ხედავ. მიიღე ის რაც გინდოდა. ერთი, ორი და უკვე ძირსაა. შენ ხარ გამარჯვებული. თითქოს რამოდენიმე კაცი ცდილობს შენს შეჩერებას. არავის არაფერი გამოუვა შენ უკვე არაადამიანი ხარ! იბრძვი და არ ჩერდები. დაუმარცხებელი და….

გეღვიძება, თითქოს ყველაფერი გტკივა. სახეზე ხელს იკიდებ. შეშუპებას ვერ გრძნობ. სარკეში საკუთარ თავს პოულობ და მშვიდდები. შენ უკვე ბებერი ხარ და დიდი ხანია არ გიჩხუბია. სახეც მთელი გაქვს, ეს უბრალოდ სიზმარი იყო და ყველაფერს მისცემდი ოღონდ ასეთი რამე შეგეგრძნო ისევ, ისევ და ისევ. შენ იყავი გამარჯვებული და ასეც იქნება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s