კარები

-გაეთრიე!

– წადი შენი… – ამ დროს უზარმაზარი ვაზა შემოემსხვრა თავზე. გიჟივით გამოვარდა გარეთ. სახედასისხლიანებული და გამწარებული. შეჩერდა. მანქანის მინაზე სახე შეათვალიერა. თუმცა ვერაფერი დაინახა. უკვე ბნელოდა. ნაღვლიანად გახედა საკუთარ ფანჯარას. სადაც სწრაფად გადაწიეს ფარდა და შუქი ჩააქრეს.

 წარმოიდგინა, როგორ ზის თავისი ცოლი კარებთან და ნანობს საქციელს. თუმცა დაბრუნებას არ აპირებდა. ახლა მხოლოდ ალკოჰოლი უნდოდა, თანაც დიდი დოზით. ნელი ნაბიჯებით გაუყვა ბნელ ქუჩას. სისხლს სახელოთი იწმენდდა.

ერთ ჩვეულებრივ ბინძურ ბარში შევიდა. ბართან დაჯდა.

-ჰეი, რამე მაგარი დამისხი!

– ფული თუ გაქვს! – ბარმენიც არანაკლები უხეში იყო. სწრაფად მოავლო თვალი, ჭრილობას და გაუპარსავ წვერს. ამანაც 100 ლარიანი დაუხეთქა მაგიდაზე.  – თავიდანვე გეთქვა!

მარჯვენა ხელი გაიწვდინა ბოთლისაკენ, ისე რომ არ გაუხედავს. ლურჯ თვალებს არ აცილებდა სისხლიან თვალებს. სწრაფად გაუვსო ჭიქა და გაუცურა.

ერთს, მეორე და მესამე მოყვა. მეოთხეზე კი აღარც გაჩერებულა, პირდაპირ მეექვსეზე გადახტა. შემდეგ სულ აერია თვლა. უბრალოდ ბოთლი მოითხოვა.

-შენ! ჰო შენ!  იცი მე ვინ ვარ?  შენნაირებს ტყავს ვაძრობ და მერე ტანსაცმელს ვიკერავ!

– ეგეთი მაგარი ზმანიც არ გაცვია. – წყნარად უპასუხა ბარმენმა.

– ….

– და მაინც ვინ ხარ?

– მე? მთვრალი და დაღლილი. ხანდახან ბრმაც და ხანდახან ყრუ…

– გიცანი, შენ ის ნაბიჭვარი ხარ ცოლს, რომ სცემს და მერე ცოლი ვაზებს ამტვრევს თავზე. რა იყო ისე არ აღგაგრძნებს? თუ რამე ახალი ფეტიშია.

– ბიჭო! შენხელა , რომ ვიყავი ოცი კაცი მყავდა გასაღებული და უფრო მეტი დაჭრილი.

ბარმენმა ბეისბოლის ბიტა გამოათრია საიდანღაც და ცხვირწინ დაუტრიალა.

-ჰოდა შენხელა, რომ ვიქნები შენზე ერთით მეტი მეყოლება. – ბიტა მკედზე მიარტყა და სკამიდან გადააგდო. შემდეგი ორი წუთი ბარში მხოლოდ დარტყმების ხმა ისმოდა. ორი წუთის შემდეგ კი მთვრალი უკანა კარიდან გაათრიეს. ურნასთან დააგდეს და ერთიც წაუთაქეს. სისხლი შეუჩერებლად სდიოდა სახიდან. წამოდგომა ვერა, მაგრამ წამოჯდომა მოახერხა. მაგარი დღე ჰქონდა, უკვე ორჯერ სცემეს.

ასე იწვა რამოდენიმე საათი. შემდეგ მის გვერდით კარები გაიღო. ბარმენი გამოვიდა. სიგარეტს გაუკიდა და ზიზღით გადახედა.

-კიდე აქ ხარ?

-…

-ცუდია არა რომ გცემენ.

-…

-მიპასუხე ნაბიჭვარო! ცუდია რომ გცემენ?

-ჰო. ცუდია.

-ხოდა ტრაკი აწიე და ცოლს მიხედე. ან შენ საქმეს შეეშვი. დაბერდი და აღარაფრის ტრაკი აღარ გაქვს. ადრე უფრო მიძალიანდებოდი ხოლმე. ამდენიც არ გხვდებოდა. ეგ მოკასინებიც გაგიცვდა. შეიცვალე პროფესია, შვილებს მიხედე და სმას თავი დაანებე.

მთვრალი თითქოს წამოდგომას ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა.

– ამჯერად გაპატიებ და აგაყენებ. – ხელი გაუწოდა ბარმენმა. პასუხად კი მხოლოდ იარაღის ცივი ლულა მიედო მუცელზე. ორი გასროლა და ყველაფერი დამთავრებული იყო. შემდეგ მთვრალმა ხმამაღლა გაიცინა და სახლისაკენ ნელი ნაბიჯით წავიდა. კარებთან დაიჩოქა. არ უნდოდა სახლში შესვლა. უბრალოდ დაიღალა. პირი სისხლით ევსებოდა და წამდაუწუმ იფურთხებოდა.

-ჯანდაბას… – კარებს ზურგით მიეყუდა. შუბლზე მიიდო იარაღი და ყველაფერი დამთავრდა. ამ დღეს სამი ადამიანი დაიღუპა. ყველა კარებთან. ერთი ბარმენი, ერთი კაცი და ერთიც ქალი. ქალი სახლში დაიღუპა, კარებთან იჯდა და ტყვიამ შუბლი გაუხვრიტა, ბარმენი კარებთან ეგდო და სისხლის გუბეში ცურავდა. კაცი კი უბრალოდ აღარ იყო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s