სიზმარი Nხზ….

ოთხნი ვიყავით. სამს ვიცნობდი ერთი ახლა გავიცანი. გიტარა მაჩუქეს. უბრალო არა, გასაბერი. ვიჯექი და ვაჩხაკუნებდი გამოგონილ გიტარას. სიგარეტით სლაშს ვგავდი. ალბათ მეძინა.

-აუ რა საყვარელია… (ახალგაცნობილი ამბობს)

-ხო არაუშავს… (ძველი)

უცნაური ადგილი იყო. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მეტრო იყო. მაგრამ ძალიან ძველი და ძალიან პატარა ადგილი იყო. მაგრამ სივიწროვე და საყვარელი(თუნდაც წარმოსახვითი) მუსიკა ძალიან აახლოვებს ადამიანებს. ჩვენც ვისხედით. მე, ის,ის და ახალი. მე გიტარას ვაჩხაკუნებდი. სიმღერას ხმამაღლა გავყვიროდი. სულაც არ მრცხვენოდა(ცხოვრებაში პირველად) ჩემი ხმის. ვიცინოდით და გვიხაროდა.

-აუ, ის დაუკარი რა. (მითხრა ახალმა და ცოცხალი ყავისფერი თვალები მომანათა)

-მაგას ვერ ვუკრავ. ჯერ არ მისწავლია. (გახუმრება ვცადე)

ფრაზა დასრულებული არ მქონდა ხელები თავისით ამოძრავდნენ.

-ჰმ…. შეგძლებია. (ჩაიდუდღუნა ძველებურად სულ ძველმა, უცნაური ფერის თვალები ეშმაკურად აუციმციმდა და ცოტათი მოჭუტა თვალებ. არ გამკვირვებია. ბოლოს და ბოლოს ძველია. ადრეც უქნია)

ისე რა უცნაური იყო. ორი ცისფერთვალება და ორიც ყავისფერთვალება.

გიტარის ჩხაკუნს წვიმის წკაპუნი აყვა. მშვენიერი აკომპანიმენტი იყო. გარშემო შემოდგომის სუნი იდგა. ჩვენც ვისხედით და ნოვემბერ რეინს ვუმღეროდით სექტემბერს. მერე რა, რომ… ნუ მოკლედ უბრალოდ გვიხაროდა, ერთად ყოფნა, მუსიკა, გიტარა და ალბათ სადღაც წვიმაც.

ხალხი ტრიალებდა ჩვენს გარჩემო. მე ვიჯექი ქვის კედლებს ვუყურებდი თან ისევ ვაჩხაკუნებდი გიტარას. მერე რა, რომ აქამდე არ ვიცოდი დაკვრა. ახლა ყველაფერი შემეძლო. ბუდასავით ვიჯექი და ალბათ სადღაც ნირვანამაც გაიჟღერა. თავს ვაქნევდი. მზად ვიყავი სერიოზული როკ კონცერტი მომეწყო.

-არაგიშავს. (ამბობს ახალი)

მხოლოდ ღიმილით ვუპასუხე. “ისე მართლაც არამიშავს”.

ყველაფერი შეიცვალა. ახლა უკვე ერთი ოთახის კარებს ვაღებდი და მეორეში გავდიოდი. მარტო არ ვიყავი. ანაბელი მახლდა თან. მარტო არც ის არ იყო. უბრალოდ არ მახსოვს. მეც არ ვიყავი მარტო. არც ის არ მახსოვს. უბრალოდ ვიცოდი, რომ კარგად ვიყავი. პატარა მაგიდა და ოთხი სკამი დავინახეთ. წითელი აგურით ნაშენები შენობის გვერდით იდგა.

ანაბელი ჩემს წინ იჯდა. ის ჩემს  გვერდით. უბრალოდ ვსაუბრობდით. ხმა მესმოდა, მაგრამ რატომღაც გახედვა არ მინდოდა. რა უცნაურია ადამიანს იცნობ, იცი ვინც არის. იცი რატომაც არის იქ, მაგრამ ვერ ცნობ. მიყვარდა. იმ წამს უბრალოდ ძალიან მიყვარდა. ალბათ ამიტომაც არ მინდოდა გახედვა. უბრალოდ ვიღიმოდი. თბილ ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი და რაღაც მწვანე სითხეს ვწრუპავდი. არომატული მაგრამ მაგარი დასალევი იყო. მიხაროდა, საიდანღაც თითქოს მუსიკის ხმაც ისმოდა. ან უბრალოდ სირენა იყო.

უბრალოდ მაღვიძარა იყო. რა ცუდია. ისევ ყველაზე კარგ მომენტში გამეღვიძა. მაგრამ სინანულის გრძნობა გამომყვა. გოგოს სახე ვერ დავიმახსოვრე. თუმცა არც შემიხედავს. მაგრამ მიუხედავად ამისა მიყვარდა. შეიძლება ახალაც მიყვარს და არ ვიცი. ახლაც ვიძინებ, იმის იმედით, რომ ღამით გასაბერი გიტარის ნაცვლად, ნამდვილ გიტარას მაჩუქებენ. და ამჯერად გავხედავ მაინც იმას!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s