ისევ….

დილით ადრე გამეღვიძა. უცნაურად ვგრძნობდი თავს. სულაც არ ვიყავი გამოუძინებელი. თითქოს  ორ საათიანმა ძილმა მთლიანად შემცვალა. ახლა უკვე სხვა ადამიანი ვიყავი, სხვა გრძნობები მერეოდა გულში. თითქოს ოცნებებიც კი შემეცვალა.

თეთრ ჭერს ვათვალიერებდი. რა უცნაურია, როცა არაფერია სანახავი უფრო მეტს ვხედავთ. როდესაც ერთფეროვნებას ვუყურებთ ყოველთვის მრავალფეროვნებაზე ვფიქრობთ. და ზოგადად ასეთი ფილოსოფიური აზრები მაწუხებდა თავში. ალბათ პირველად რამოდენიმე წლის შემდეგ არ ვიყავი დაღლილი, გამოუძინებელი და აღრენილი. პირიქით გამოძინებული, დასვენებული და მხიარული ვიყავი.

გონებაც თითქოს დაბინდული მქონდა. თეთრი სივრცე კი უფრო მიმხიარულებდა განწყობას. აღარ იყო გარშემო აუტანელი სიწითლე. ახლა მხოლოდ სითეთრემ გაიღვიძა ჩემში. არაბუნებრივი სითეთრე და არაბუნებრივი აზრები. თითქოს ერთი ლეველით მაღლა ავედი.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, ისევ შემეპარა გულში ეჭვი. “რა იქნება რომ არ…” მხოლოდ ეს გავიფიქრე. სადღაც გაქრა მხიარული განწყობა, ისევ ვიგრძენი ცხვირში ღამით დატოვებული სიგარეტის მძაღე სუნი, მზემაც თითქოს თვალი მომჭრა, თეთრი კედელი კი მახინჯი და უსწორმასწორო მომეჩვენა. მაშინვე წამოვიწიე საწოლიდან. მარჯვენა ხელით სიგარეტი მოვძებნე. მოვუკიდე და პირიდან ისევ ამოვუშვი კვამლი. კვამლი რომელიც მწამლავდა და თან (ხანდახან) მაძლიერებდა. ისევ მტკიოდა მარჯვენა ხელი და გულის რაღაც ნაწილი. ჩემს გარშემო ფერები ამოძრავდა. წითელი, ყვითელი და ნაცრისფერი. მოგონებები, ღალატი, უსამართლობა, მარტოობა. ყველაფერი ერთად შემომესია. ვიგრძენი. მორიგი დღე გათენდა. უძილობა, სხეულის ტკივილი. ისევ ის რეალობა დადგა, რომელსაც ყოველდღე ასე გავურბი.

აფორიაქებული, შეშინებული და უძილარი ვიყავი. სიგარეტს აკანკალებული ხელით ვეწეოდი და კვამლსაც აკანკალებული ტუჩებიდან ვუშვებდი. ყველაფერი მტკიოდა. სული, გული და სხეული. გონების გარდა. მარტო გონება მუშაობდა გამართულად. თითქოს მეუბნებოდა. არაუშავს დავძლევთ, გადავლახავთ. ოდესმე უკან აღარ მოვიხედავთ. მაგრამ ტკივილი უფრო ძლიერი იყო. თვალებში სისველე ვიგრძენი. დამიმძიმდა და ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი შიგნიდან მოდიოდა. თითქოს დიდი ობობა ქსელს ქსოვდა სადღაც შიგნით და ადგილი აღარ იყო. მხოლოდ თვალებიდან შეეძლო გადმოსვლა ამ ტკივილს და ამ ფორიაქს. გარეთ გახედვა მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. რეალობის მეშინოდა. ნაცრისფერი სამყაროსი და დამპალი დედამიწის მეშინოდა.

და ასე ვიჯექი, ირეოდა ფერები, წითელი… ყვითელი…წითელი… რთულია გაუძლო ამ ყველაფერს. სიგარეტს მთელი ძალით ვექაჩებოდი და ვებღაუჭებოდი. თუმცა კვამლის დანახვაც არ მინდოდა. თითქოს ისიც ბლანტი გამხდარიყო. თითქოს სხეულზე მეკვროდა და მთლიანად მფარავდა. თავი საშინელებათა ფილმში მეგონა.

– კა..ი… რ..აა… – თავი ავწიე. თითქოს საიდანღაც გაფუჭებული რადიოს ხმა ისმოდა.

-კაი რა… – ამჯერად უფრო გარკვევით გავიგე.

– ხომ გთხოვე როცა მეც ვარ ოთახში სიგარეტი არ მოწიო…

თავი მივაბრუნე. ყავისფერი გრძელი თმა და შიშველი ზურგი დავინახე. ეს ის იყო. თეთრი, უღალატო. ახლა აღარ მეშინოდა. გულში ყველა ეჭვი გაქრა, სახეზე ღიმილი გადმეყარა. ობობაც აღარ ქსოვდა ქსელს. ფერები აღარ იყო ისეთი მკვეთრი. სადღაც ჩემს უკან გაქრნენ. სადღაც აორთქლდნენ. მაღლა ავიხედე, ისევ ერთფეროვანი ლამაზი კედელი, და ისევ მრავალფეროვანი აზრები.

– კარგი, აღარ მოვწევ. – ვუპასუხე ისე, რომ არ გამიხედავს. მორჩა, ისევ შეყვარებული ვიყავი. ისევ ვგძნობდი სითბოს და ისევ მავიწყდებოდა ნაცრისფერი სამყარო…

1 thought on “ისევ….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s