სიბუმე

ჩვენს გარშემო სიჩუმე იდგა. თითქოს ჩემს გვერდით მჯდომი მეგობრის სუნთქვის ხმაც მესმოდა. ჩემი სიგარეტის წვა კი თითქოს მეხივით ისმოდა. ბნელოდა, თუმცა არ გვიჭირდა ერთმანეთის სახეების და თვალების დანახვა. ორივე ანთებული თვალებით ვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენს გადამხდარ ისტორიებს. ვიცინოდით, გვიხაროდა. მაგრამ რატომღაც ორივე ერთდროულად გავჩუმდით. ბლანტი სიჩუმე ჩამოწვა ჩვენს შორის. ვისხედით და მწვავე ბოლს ვუშვებდით ფილტვებისკენ და ისევ უკან ჰაერში.

– იცი,მე ის მიყვარდა. შეიძლება ახლაც მიყვარს. არ ვიცი, თუმცა… თუმცა ფაქტია. გული მაქვს ნატკენი. შეიძლება ჩემი ბრალიც იყო. მაგრამ არ ვფიქრობ ამაზე. უბრალოდ გული მაქვს ნატკენი. ერთი წელი ხდება და მე კიდევ მახსოვს. განსაკუთრებით ბოლო დღე. საოცარი იყო. ჯანდაბას სიყვარული!

– ჯანდაბას სიყვარული!

–  იცი, მასაც ვუყვარდი. ალბათ შეცდომა დაუშვა. მაგრამ ყველაფერი ვერ ვაპატიე. შევცდი ალბათ…

– ალბათ…

– ხო… მაგრამ მართლა მიყვარდა. და მჯერა, რომ ასეთი მაგარი მსახიობი არავინაა. იმასაც ვუყვარდი. ცოტა არ იყოს ხელებიც ამიკანკალდა. მგონი შემცივდა.

მე არ გამიხედავს მისკენ. ვიცოდი, რომ ტიროდა. თუმცა არ მინდოდა დამენახა. შეიძლება მეც ვტიროდი. არ მახსოვს. იმიტომ , რომ მეც მიყვარდა. თუმცა სხვა. მაგრამ მიყვარდა. მკლავდა ეს გრძნობა და ახლაც მიყვარდა. ვინ? არავინ. უკვე არავინ. თუმცა ოდესღაც ვიღაც.

– საკუთარი თავი დავადანაშაულე ყველაფერში. შევეცადე მისი კუთხიდან დამენახა ეს ყველაფერი. მაგრამ არ გამომივიდა. ნდობა დავკარგე. გული გამიცივდა. ახლა კი ვყვები ანთებული გულით, მაგრამ მაშინ ვერაფერს ვგრძნობდი. ნდობა აღარ იყო გესმის?!

– მესმის! რა გაყვირებს. – თუმცა არავინ ყვიროდა, მაინც ხმამაღლა ჩამესმა სიტყვა “ნდობა”.

– ჯანდაბას სიყვარული!

– ჯანდაბას სიყვარული!

– ცივი გონება, და მწარე გამოცდილება. აი რა შემრჩა. საჩუქრებიც კი გადავყარე. ყველა სურათი წავშალე ერთის გარდა. გონებაში ვერ ამოვშალე. სურათიც არაა, უფრო ვრცელი წიგნია. რთული და არეული. დასაწვავი მაგრამ ცეცხლგამძლე. ისე ზუსტად მახსოვს მისი სახე, რომ დახატვაც შემიძ…

– გაუმარჯოს მხატვრებს.

– ხო… ჩემნაირი მხატვრების დე…

– ჰა ბიჭო არ შემაგინო.

– არა, რას ამბობ. მოკლედ დავხატავ. ისეთს, როგორიც მახსოვს. თუ ვერ დავხატე დავწერ მაინც. თუ ვერ დავწერე, ვიტყვი მაინც და ეგ იქნება. მაგრამ რა დამრჩა, რო სათქმელი. სულ მინდა, რომ შემხვდეს და რამე ვუთხრა. ან უბრალოდ მისი ხმა გავიგო. იცი რა არ მახსოვს მისი? მისი სითბო დამავიწყდა. და ესაა ყველაზე ცუდი. საშინელი გრძნობაა, როდესაც ის გაკლია რაც ყველაზე მეტად გინდა. თითქოს მისი ქუჩაც აღარ მახსოვს. ალბათ ვეღაც ვნახავ. თუ ვნახე, საოცრად დიდი კედელი ჩადგება ჩვენს შორის. მგონი კარგი იქნება თუ არასდროს არ ვნახავ. არ მინდა გული ვატკინო. ან არ მინდა მე მეტკინოს გული. მინდა იყოს ისე როგორც არის. მე ჩემთვის ის თავისთვის.

– შენ შენთვის და ის თავისთვის. მაგარია. ვერაფერს იტყვი.

– … ჩემი ფიქრები იმდენად რეალურია, თითქოს შემძლია შევეხო კიდეც. მაგრამ მწვავს ეს შეხება. ძველ ჭრილობებზე მარილს მაყრის. გესმის?

– მესმის. ყრუ კი არ ვარ. – ისევ სიგარეტის მუქი კვამლი ამოვუშვი პირიდან. თითქოს მისი სახე შეიქმნა. “მართალია ეს მამაძაღლი, ფიქრებს მართლაც შეუძლიათ ფიქრებს რეალური გახდნენ” გავიფიქრე და თავი მაღლა ავწიე. რა საოცარია რა შეუძლია სიჩუმეს და სიბნელეს.

სიბნელეში ყველა უფრო მარტივად ვტყდებით ვიდრე შუქზე. სიჩუმეში კი ჩვენი ფიქრების და გრძნობების გადმოცემა გვიადვილდება. საოცარი შეხამებაა. სიჩუმე და სიბნელე. ჩემი აზრით ერთ სიტყვად უნდა გადაკეთდეს და უნდა ნიშნავდეს სიჩუმეში და სიბნელეში გრძნობების გამოხატვას. “სიბუმე”

1 thought on “სიბუმე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s